მეტყველების კულტურის გაკვეთილები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

მეტყველების კულტურის გაკვეთილები ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

18 ოქტომბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში დაიწყო "მეტყველების კულტურის გაკვეთილები". სწავლის პროცესში ჩართულია ხელვჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10 ახალგაზრდა.
გაკვეთილებს ჩაატარებს მეტყველების კულტურის სპეციალისტი, პროფესორი თამილა მეიშვილი. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და ხუთშაბათს 15:30 სათზე, სულ ჩატარდება რვა შეხვედრა.