მერმა პედაგოგებს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

ჯუმბერ ვარდმანიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მახინჯაურის საჯარო სკოლიდან მიულოცა.
,,განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებს, რომელთა ცხოვრებაში ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება’’ აღნიშნა მერმა.
სასწავლო პროცესი ხელვაჩაურის 35-ვე საჯარო სკოლაში განახლდა. მუნიციპალიტეტის სკოლებში 7 591 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათ შორის 664 პირველკლასელია;
2019 წელს, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:
√ დაიწყო ფერიისა და ქედქედის საჯარო სკოლების მშენებლობა, შენდება მახოს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზი;
√ რეაბილიტაცია უტარდება წინსვლის, ახალშენის N1 და ქვემო მახოს საჯარო სკოლებს
√ ელექტრონული ლაბორატორიები გადაეცა მახინჯაურისა და სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლებს
√ ლაბორატორია გადაეცა თხილნარის საჯარო სკოლას
√ სპორტული ინვენტარი გადაეცა ხელვაჩაურის N1, სალიბაურის N1, სოფელ ჭარნალის და თხილნარის N1 საჯარო სკოლებს
√ სასკოლო ინვენტარი გადაეცა სალიბაურის N1, ხელვაჩაურის N1 და წინსვლის საჯარო სკოლებს
√ ახალი მხატვრული ლიტერატურით შეივსო ყოროლისთავის, კირნათის, ზედა განთიადის, ჩიქუნეთისა და ზემო ახალშენის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკები.