დღეს, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები შშმ პირთა დღის ცენტრს ეწვივნენ და შშმ პირებს საახალწლო ნობათით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. შშმ პირებისათვის ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო ანსამბლმა საახალწლო ნომრები შეასრულა.