მერიამ სოციალურად დაუცველთათვის საშეშე ხე-ტყე შეიძინა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 18 000-ს არ აღემატება, საშეშე ხე-ტყის მასალით დააკმაყოფილებს. 230 მ3 საშეშე ხე-ტყე მერიამ აჭარის ა.რ. სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსგან შეიძინა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 11 370 ლარი გამოიყო.
აღნიშნული ღონისძიებით სულ 73 ბენეფიციარი ისარგებლებს.
პროგრამას მერიის ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური ახორციელებს.