მერი მეწყერული პროცესებით გამოწვეულ ზარალს გაეცნო

მერი მეწყერული პროცესებით გამოწვეულ ზარალს გაეცნო

მერი, ძლიერი წვიმების შედეგად განვითარებული მეწყერული პროცესებით გამოწვეულ ზარალს ადგილზე გაეცნო. ჯუმბერ ვარდმანიძემ მოსახლეობას დახმარება აღუთქვა და შესაბამის სამსახურებს ხარვეზების უმოკლეს დროში გამოსწორება დაავალა. 
სოფელ კაპნისთავში მეწყერის შედეგად მიწის მასამ სასმელი წყლის ცენტრალური მილი დააზიანა, რის გამოც დროებით სასმელი წყლის გარეშე დარჩა 80 ოჯახი. მერიის სამსახურების მიერ დროულად იქნა გატარებული მილის აღდგენითი ღონისძიებები.
სოფელ ომბოლოში, ბალაძეების დასახლებაში მეწყერის შედეგად ჩამოწოლილმა მიწის მასამ ჩაკეთა საავტომობილო გზა. ამ დროისათვის გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია.
სოფელ ზანაქიძეებში, ბერიძეების დასახლებაში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწვა მიწის დიდი მასა რამაც გამოიწვია გზის გადაკეტვა. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზაზე მოძრაობა აღდგენილია, თუმცა იმის გამო, რომ მიწის მასა არის დიდი მოცულობის და გაჟღენთილია წყლით, სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე ხვალ დასრულდება.