მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია ხელვაჩაურში

2018 წლის 22 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ ორგანიზებული მასწავლებელთა მეოთხე მუნიციპალური კონფერენცია “ინოვაციები სასწავლო პრაქტიკაში“. კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებს მიესალმნენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, ხელვაჩაურის რესურსცენტრის უფროსი ნევრესტან დიდმანიძე, ბათუმის მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე ლალი ლომთათიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე და საკრებულოს დეპუტატი ხათუნა დიასამიძე.
კონფერენციის პროგრამა ითვალისწინებდა მოხსენებებს შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 15 მოხსენება.