მარადიდის მოსახლეობის ნაწილთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე და საქართველოს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროსი დავით შარიქაძე მარადიდის მოსახლეობის ნაწილს შეხვდნენ. ამ დრომდე გრძელდება მოლაპარაკება ადგილობრივებთან საკომპესაციო თანხის განსაზღვრის მიზნით. 2 ჰესის მშენებლობის სანაცვლოდ მარადიდის მოსახლეობას მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების დათმობა უწევთ.
ადგილობრივებთან შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ მინდია ბასილაძე, აჭარის ა. რ მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახა შაშიკაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ილია ნაკაშიძის ხელვაჩაურის ბიუროს ხელმძღვანელი ვაჟა ბერიძე ესწრებოდნენ.
2 საათიანი შეხვედრის შემდეგ მარადიდის მოსახლეობა, საკანონმდებლო ორგანოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ არსებული ვითარების შესახებ კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გაივლიან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და თურქული კომპანია ''აჭარ ენერჯი 2007"-ის წარმომადგენლები. ორივე მხარის მოლაპარაკების შემდეგ კი ხელვაჩაურში მარადიდის მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.