მაჭახელას დაცული ლანდშაფტი

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლები. შეხვედრის მიზანი იყო მაჭახელას დაცული ლანდშაფტის პროექტის განხილვა.
2014 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) ახორციელებს პროექტს "აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა". პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მაჭახელას ხეობაში დაახლოებით 5000 ჰა ტერიტორიაზე მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა.
შეხვედრაზე განიხილეს მაჭახელას დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობა მაჭახელას ხეობის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის და ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისთ.
მაჭახელას დაცული ლანდშაფტის კანონპროექტის მომზადება თითქმის დასრულებულია, ახლო მომავალში დაგეგმილია კანონპროექტის წარდგენა განსახილველად საქართველოს პარლამენტში.