კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მეორე ადგილი დაიკავა ჭადრაკის ჩემპიონატში

მიმდინარე წლის 15-23 თებერვალს, ქ. ბათუმში, კომპლექსური სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში ( გორგილაძის 91), აჭარის ა.რ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერითა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში, 7, 8,12,16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ჩემპიონატში სოფელ ერგეს მცხოვრებმა კონსტანტინე ლორთქიფანიძემ 7 წლამდე ჭაბუკთა შორის მეორე ადგილი დაიკავა.
კონსტანტინე ლორთქიფანიძემ ჭადრაკი ერგეს საბავშვო ბაღში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საპილოტე პროექტის ფარგლებში შეისწავლა. ჭადრაკის შესწავლა ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში 5-6 წლიანი ჯგუფების აღსაზრდელებისათვის 2016 წელს დაიწყო.