კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის და პროზაიკოსებისათვის

კონკურსი  დამწყები მხატვრებისთვის და პროზაიკოსებისათვის
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი პროგრამის „ახალგაზრდული ფესტივალი - 2017“ ფარგლებში დამწყები მხატვრებისა და პროზაიკოსებისათვის აცხადებს კონკურსებს სახელწოდებით „შექმენი შენი კალენდარი“ და „შექმენი შენი თავგადასავალი“. 
მონაწილეობის მსურველთათვის გასათვალისწინებელი ინფორმაცია:

კონკურსი „ჩვენი თავგადასავალი“ - დამწყები პროზაიკოსებისათვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოებულ 14-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები“ 30 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე : Chvenitavgadasavali@gmail.com
აუცილებელია მიუთითოთ: 
• სახელი, გვარი ასაკი;
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
• სკოლის დასახელება;
• მშობლის (კანონიერი მეურვის)საკონტაქტო ინფორმაცია.
მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი - უნიკოდი, შრიფტის ზომა - 11, ფაილის ტიპი - Microsoft word document). მოთხრობის თემა თავისუფალია. 

კონკურსი „შექმენი შენი კალენდარი“ - დამწყები მხატვრებისთვის

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოებულ 12-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები“ 30 ოქტომბრამდე უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ მისამართზე : shekmenishenikalendari@gmail.com
აუცილებელია გაგზავნოთ მინიმუმ 2 ნამუშევარი (jpg ფაილი).
ნამუშევრების თემა თავისუფალია. 

ორივე კონკურსისთვის შეირჩევა - 18-18 მონაწილე. 
ორივე კონკურსი ერთსადაიმავე დროს ერთ სივრცეში 17-20 ნოემბერს დაბა ბორჯომში გაიმართება, სადაც მონაწილეები ლიტერატურულ და სამხატვრო მარათონში ჩაერთვებიან. 
პროექტი მიზანდ ისახავს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების წარმოჩენას და ახალგაზრდებში მწერლობის და მხატვრობის პოპულარიზაციას.