კომისიის თავმჯდომარემ სკოლის დირექტორებს სიგელები გადასცა

კომისიის თავმჯდომარემ სკოლის დირექტორებს სიგელები გადასცა

11 დეკემბერს 27-ე სპორტულ თამაშებში მონაწილე 8 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლების დაჯილდოება გაიმართა, ღონისძიებაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალური დაცვის კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე ჩაერთო და გამარჯვებულებს სიგელები გადასცა. მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნული ღონისძიება თებერვლიდან ნოემბრის თვეების ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნულ ღონისძიებაში  მონაწილეობა  სულ 24 საჯარო სკოლის 1300-მდე ახალგაზრდამ მიიღო.