კირნათის და ჩიქუნეთის ბაღებში აღასაზრელთა რეგისტრაცია დაიწყო

კირნათის და ჩიქუნეთის ბაღებში აღასაზრელთა რეგისტრაცია დაიწყო

  ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში: კირნათში და ჩიქუნეთში მიმდინარე წელს აღსაზრდელების მიღება ონლაინ-რეჟიმით დაიწყო. რეგისტრაცია იწარმოებს ააიპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.khelvachaurikids.ge. (სისტემაში რეგისტრაცია შეუძლია იმ აღსაზრდელს, ვისაც შეუსრულდა სამი წელი)
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან პრიორიტეტებით გათვალისწინებული სტატუსის მქონე მოქალაქეები:
ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები; (მსუბუქ ფორმაში)
ბ) სასკოლო ასაკის ბავშვები (5 წლის)
გ) მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი 18 წლამდე) ოჯახების შვილები
დ) მარტოხელა დედების შვილები
ე) დედით ან მამით ობოლ აღსაზრდელებს
ვ) ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 100 000 და ნაკლებს
ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებისა და ომში დაღუპულთა ოჯახების შვილები
თ) ერთი ოჯახიდან მეორე და ყოველ მომდევნო აღსაზრდელი (დედმამიშვილები); (ამ სტატუსით მოსარგებლის ერთ-ერთი დედმამიშვილი ახალი სასწავლო წლისთვის უნდა იყოს ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალი რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი)

პრიორიტეტებში აღნიშნული სტატუსის მქონე მოქალაქეებს, რომელთაც არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ბავშვის დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ ააიპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება“-ს შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ზ. ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩა #20. საკონტაქტო პირი: მარიანა გოგოლიშვილი - ტელ.: 577 15 97 91.
სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 კალენდარული დღის ვადაში მშობელმა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).