ხელვაჩაურში შიდა სასოფლო გზების მოწყობა გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში 200 მ. სიგრძის საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობა დასრულდა. გზის აღნიშნული მონაკვეთი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და ავტომობილებს უჭირდა გადაადგილება. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებით შემცირდა სოფელ მახოსა და სიმონეთის დამაკავშირებელი გზის მანძილი. სამუშაოები შესრულებული იქნა შპს ,,აკო777’’-ს მიერ. პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან 13 735 ლარი გამოიყო.