ხელვაჩაურში მცხოვრები 13 სოციალურად დაუცველი საჩუქრად ეტლს მიიღებს

ხელვაჩაურში მცხოვრები 13 სოციალურად დაუცველი საჩუქრად ეტლს მიიღებს

  დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 სოციალურად დაუცველ, არამობილურ ხანდაზმულებისთვის ეტლების, ხელჯოხების და  ყავარჯნების დარიგება დაიწყო. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და  არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნული ფონდის" – (NAF) ხელმძღვანელმა ნინო ავალიანმა 101 წლის ნაჯიე წულუკიძეს საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცეს. ქალბატონი ამ დრომდე  დაზიანებული ეტლით სარგებლობდა.

   გადასაადგილებელი საშუალებები  ბენეფიციარებს ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,სოციალურად დაუცველ ხანდაზმულთა შინმოვლის სერვიების უზრუნველყოფის“- ფარგლებში გადაეცემათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  გამგეობა აქტიურად ჩაერთო პროგრამის განხორციელების პროცესში და მემორანდუმით გათვალისწინებული მხადაჭერის გარდა დამატებით უზრუნველყოფს მოხალისეთა ტრანსპორტირებას სოფლებში მცხოვრებ სოც. დაუცველებთან. 
  პროექტი „საქართველოს არბაითენ სამარიტელთა ბუნდი“-ს მხარდაჭერით და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პარტნიორობით ხორციელდება.