ხელვაჩაურში მცხოვრებ 8 შვილიან ოჯახს აღდგომის დღესასწაული მიულოცეს

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ თხილნარში მცხოვრებმა ფუტკარაძეების მრავალშვილიანმა ოჯახმა სააღდგომო საჩუქრები მიიღო. სოციალურად დაუცველ ოჯახში 8 მცირეწლოვანს აჭარის მთავრობის თავმდომარის მეუღლემ, ასოციაცია "ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ ტკბილეული, წიგნები და სათამაშოები გადასცა. ფუტკარაძეებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისგან დღესასწაულთან დაკავშირებით ერთჯერადად ფულადი თანხაც ჩაერიცხათ.