ხელვაჩაურში გრძელდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამა

ხელვაჩაურში გრძელდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამა

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გრძელდება მაღალი აკადემიური მოსწრების (91 და მეტი ქულა თითოეულ საგანში, სემესტრული) სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამა, იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურში.
2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით განცხადებების მიღება იწარმოებს 2017 წლის 01 აპრილამდე ხელვაჩაურის გამგეობაში.
წარმოსადგენი იქნება ასევე შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 
ა) განცხადება გამგებლის სახელზე გამგეობის კანცელარიაში;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა, ID ბარათი ან პასპორტი);
გ) ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ 2016-2017წწ პირველ სემესტრი;
დ) მოქალაქის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმეტი (იუსტიციის სახლი);
ე) სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;