ხელვაჩაურში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ხელვაჩაურში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში სულ 80 მოზარდი და ახალგაზრდა ჩაერთო. გასართობ-შემოქმედებითი ღონისძიება ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. პროგრამა მოიცავდა: შემოქმედებით აქტივობებს, გუნდურ შეჯიბრებებს, სახალისო და სამაგიდე თამაშებს, მინიდისკოსა და კარაოკეს აქტივობებს. მშვიდობის კორპუსის ამერიკელმა მოხალისეებმა ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდები სახეზე მოხატეს. დღესვე, ახალგაზრდობის ცენტრის აქტივობებში ჩართულობისთვის სიგელები და წიგნების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ საჩუქრად ახალგაზრდებს, რომლებმაც წელს დაამთავრეს სკოლა.
საზეიმო დღე ფერების ღონისძიებით დასრულდა.