ხელვაჩაურის პჯდ 5 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა

 ხელვაჩაურის პჯდ 5 მაღალი გამავლობის ავტომობილი გადაეცა

 დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედი 14 -ვე პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მაღალი გამავლობის ავტომანქანებით იქნება უზრუნველყოფილი. დღეს „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მ/შ ზაალ მიქელაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს 5 ავტომანქანა გადასცა საჩუქრად.ღონისძიებას ხელვაჩაურის მერიის ჯანდაცვის განყოფილების უფროსი მზევინარ გათენაძე, პჯდ ცენტრებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
 დღეს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხუთი ავტომანქანა ხელვაჩაურის, ორი ქობულეთის, ხოლო ერთი ხულოს პჯდ ცენტრებს გადასცა. სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა.
აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს. სამინისტროს ინფორმაციით, აქედან მაღალი გამავლობის ავტომანქანა სამინისტროს 2014-2018 წლების პროგრამის ფარგლებში გადაეცა 51 ცენტრს, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერიებმა შეუძინეს. შესაბამისად წელს სრულდება რეგიონის პჯდ ცენტრების ავტოპარკის სრულად შევსება