ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლი მშენებლობა იგეგმება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლი მშენებლობა იგეგმება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეოთხე სოციალური სახლი მშენებლობა იგეგმება.

მუნიციპალიტეტში არსებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ტენდერიმიმდინარე წლის 29 ივნისს გამოცხადდა. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 3 335 145 ლარია გამოყოფილი.
სოციალური სახლი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში 2019 წლის დეკემბრამდე უნდა აშენდეს. სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია.მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი [თითოეული ბინის ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.
ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 23 ივლისს დასრულდება.