ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ რაულ ბერიძემ ყოროლისთავი-ზედა კაპრეშუმის საავტომობილო გზის კმ2+000-კმ3+500 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ზიმო-7“ ასრულებდა და მის განსახორციელებლად აჭარის ა.რ. ბიუჯეტიდან გათვალისწინებული იყო ‎404 363 ლარი. აღნიშნულ გზაზე მოეწყო 552 გრძივი მეტრი კიუვეტი, 8 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი და 27 გრძივი მეტრი ლითონის მილი. ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დღეს დასრულდა.