ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია გრძელდება

სოფელ განახლებაში, კაპრეშუმში და სალიბაურში არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება აქტურად მიმდინარეობს. სამუშაოებს სოფელ სალიბაურში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გაეცნო. მზა ბეტონის გატანას სოფლებში ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ აწარმოებს. სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად. მიმდინარე წელს ხელვაჩაურის სოფლებში გზების კეთილმოწყობისთვის ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯება, აქედან მილიონ 400 ათასი ლარი აჭარის მთავრობამ გამოყო, რომელიც არმირებული წესით ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებაზე დაიხარჯება.