ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან დაკავშირებით სტაბილური მდგომარეობაა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტაბილური მდგომარეობა არის. მიმდინარეობს ცენტრალური გზებისა და შიდა სასოფლო გზების ნაწილის გაწმენდითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის 13 საბავშვო ბაღიდან დღეს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს ახალსოფლის, თხილნარისა და სალიბაურის საბავშვო ბაღებში. პატარების გამოუცხადებლობის გამო სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი სხვა ბაღებში გადაიდო.(მიუხედავად იმისა, რომ ბაღები უზრუნველყოფილია გათბობითა და საკვებით).
35-ვე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხელვაჩაურში ღამით ძლიერი ყინვა დაფიქსირდა, რის გამოც მოყინულია საავტომობილო გზების ნაწილი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მოსახლეობას გადაადგილებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.