ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #2 საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღის გახსნას ვიცე მერი ზვიად ხალვაში, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გურანდა დოლიძე, საკრებულოს წევრები-თანამდებობის პირები, ვახტანგ ლორთქიფანიძე,სულხან დუმბაძე,მინდია დიდმანიძე, იოსებ ბოლქვაძე და დავით სამნიძე ესწრებოდნენ.
ხელვაჩაურის # 2 საბავშვო ბაღი ორ სართულიანი თანამედროვე სტანდარტების მქონე შენობაა,მშენებლობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 580 289 ლარი დაიხარჯა, ხოლო ინვენტარის შესაძენად 103 256 ლარი. ახალი საბავშვო ბაღი 120 ბავშვზეა გათვლილი,ბაღი ადაპტირებულია შშმ პირებისთვისაც.