ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი აჭარისაღმართის ,ქედქედის, ჩიქუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე მოხდა მოსახლეობის მიერ წამოჭრილი საკითხების ჩანიშვნა, რომელსაც უახლოეს მომავალში შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და შეისწავლიან. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე ესწრებოდა.
ანალოგიური ხასიათის შეხვედრების ჩატარებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ყველა სოფელში გეგმავს.