ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში

დღეს დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოადგილის ანზორ ფერცელიძისა და საფეხბურთო კლუბ ,,მაჭახელა“-ს ყოფილი ფეხბურთელის თენგიზ ფერცელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მინი-ფეხბურთში 2006-2007 წწ. დაბადებულთა შორის. I ადგილი - ხელვაჩაურის გუნდმა დაიკავა, ხოლო II და III ადგილები გონიოს I და II გუნდებმა გაინაწილეს. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ თასებით, შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. სხვადასხვა კატეგორიებში გამოავლინეს საუკეთესო მოთამაშეები: 
• ბომბარდირი - თემო გოგრაჭაძე;
• საუკეთესო ფეხბურთელი - ალექსანდრე ქოქოლაძე;
• პერსპექტიული ფეხბურთელი - გუგა გვიანიძე.
• საუკეთესო მეკარე - ზურა ფუტკარაძე;
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე და მერიის წარმომადგენლები, ღონისძიების დამთავრების შემდეგ მათ გარდაცვლილების საფლავებს პატივი მიაგეს.