ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაჭახლის ხეობის მოსახლეობას ულოცავს მთის სტატუსის მინიჭებას

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა გულითადად ულოცავს მაჭახლის ხეობის მოსახლეობას ხეობაში შემავალი სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყებას და მადლობას უხდის აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ ზურაბ პატარაძეს, საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატს ბატონ ილია ნაკაშიძეს და ყველა იმ პირს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალისხმევას არ იშურებდა მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნა მიეწვდინა უფლებამოსილი ორგანოებისათვის, რათა აღნიშნული საკითხი გადაჭრილიყო მოსახლეობის სასიკეთოდ.
ვიმედოვნებთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაჭახლის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინაიდან მოსახლეობა ისარგებლებს ისეთი შეღავათებით, როგორიცაა: საპენსიო დანამატი, სახელფასო დანამატი მედიცინისა და განათლების სფეროს მუშაკებისათვის, ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა მაჭახლის ხეობაში მცხოვრები სტუდენტებისათვის, შეღავათები ელექტრომომარაგების გადასახადებსა და გათბობის უზრუნველყოფაზე. გარდა ამისა, სტატუსის მინიჭების შემდგომ ხეობის მოსახლეობა ისარგებლებს სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, რაც მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური საქმიანობის წამოწყებაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა