ხელვაჩაურის მერმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა!

ხელვაჩაურის მერმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი წელი მიულოცა!

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ირმა მორთულაძის და მურად ლომაძის ოჯახებს ეწვია და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. მერმა ოჯახებს გადასცა ტკბილეული და ფულადი თანხა 500 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტის მერია ანალოგიურ დახმარებას, სოციალურად დაუცველ 1000 სარეიტინგო ქულის მქონე სულ 12 ოჯახს გაუწევს. აღნიშნულმა კატეგორიამ მსგავსი დახმარება 2017 წელსაც მიიღო.