ხელვაჩაურის მერმა რეწვის ოსტატის ვარდო დევაძის ნამუშევრები დაათვალიერა

ხელვაჩაურის მერმა რეწვის ოსტატის ვარდო დევაძის ნამუშევრები დაათვალიერა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი თხილნარში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატის ვარდო დევაძის ნამუშევრები დაათვალიერა. ოსტატი წლების განმავლობაში თოჯინებს ქსოვს, ყვავილებს და სხვა ტრადიციული ნივთებს ამზადებს. ვარდო დევაძეს ასევე გამოცემული აქვს ლექსების კრებული. იგი უახლოეს მომავალში გეგმავს ზღაპრების გამოცემას. ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ რეწვის ოსტატს თავისი შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით მხარდაჭერა აღუთქვა.