ხელვაჩაურის მერი ზედა ჯოჭოში ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზედა ჯოჭოში კაპიტალური ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო.სოფელში სამუშაოები 2 კვირის წინ დაიწყო, სადაც ადგილობრივებია დასაქმებული. ზედა ჯოჭოში აღნიშნული ხიდი 30 ოჯახს მოემსახურება.
პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 777 ლარია გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ M M T” აწარმოებს. ხიდის მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის 5 დეკემბერს არის დაგეგმილი.
პარალელურ რეჟიმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება ერგეს, ზედა ჯოჭოსა და ქვედა ჯოჭოში სხვადასხვა ლოკაციაზე, კონკრეტულად გაკეთდა და მიმდინარეობს ფერდსამაგრი კედლების მოწყობა. ასევე სოფელში კეთილმოეწყო ხელოვნურ საფარიანი მოედანი.
მიმდინარე წელს ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის(3 ერთეული) ბიუჯეტიდან 110 000 ლარია გამოყოფილი.