ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეწვის ოსტატებთან

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეწვის ოსტატებთან

ხვალ, 15:00 საათზე ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რეწვის ოსტატებთან. შეხვედრას დაესწრებიან მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ა(ა)იპ "ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლები. შეხვედრაზე დაგეგმილია რეწვის ხელოვნების დარგში არსებული მდგომარეობის და მუნიციპალიტეტის მხრიდან რეწვის ოსტატების ხელშეწყობის გზების განხილვა. შეხვედრა მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.