''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე'' უკვე მეორედ ახალსოფლის სკოლიდანაა

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.
''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს ახალსოფლის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, რუსუდან ბარამიძე დაეუფლა.
''ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ გავიმარჯვე. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლას, ჩემს მშობელს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იყო და სჯეროდათ, რომ გავიმარჯვებდი. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონს'', რომ ასეთი ეროვნული პროექტი აქვს შექმნილი. იგი მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას, რომ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგან წარმატებისკენ. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ ორმაგად ბედნიერი ვარ, რადგან შარშანდელი ''ხელვაჩაურის ეტალონის'' გამარჯვებული ჩემი ძმა იყო. ჩვენი სკოლა არ ტოვებს ამ ტიტულს, არ თმობს გამარჯვებას.''
ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის ქეთევან დევაძის თქმით, ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა:
''ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 69 მონაწილიდან ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. იგი ''ეტალონის'' ფინალურ ღონისძიებაში მიღებს მონაწილეობას. ''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლის'' გამოვლენას ფართო აუდიტორია ესწრებოდა. მინდა აღვნიშნო, რომაქტიურობა იყო ძალიან მაღალი. ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა. რაც შეეხება ''ეტალონს'', ეს პროექტი უკვე შემდგარია. წამყვანი ცნობილი სახეა და ფართო საზოგადოებისთვის ამ ადამიანის გამოჩენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.''
რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა დიდმანიძემ აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და დაინტერესება ინტელექტ-ჩემპიონატისადმი ძალიან მაღალია:
''ეტალონი'' სახალხო და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ახალგაზრდების ჩართულობა და დაინტერესება ამ პროექტისადმი ძალიან მაღალია. ღირსეულმა გაიმარჯვა და მე მიხარია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება.''
ახალსოფლის სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე ''ხელვაჩაურის ეტალონ მოსწავლეს'' ახასიათებს:
''ეტალონის'' წლევანდელი გამარჯვებული რუსუდანი მაღალი ინტელექტით გამოირჩევა, იგი წარჩინებული მოსწავლეა. დიდი მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩას და ყველა მის გვერდში მდგომ ადამიანს. ახალსოფლის საჯარო სკოლის სახელით დიდი მადლობა, რომ ასეთი გრანდიოზული ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ''ეტალონი'' ისეთი პროექტია, რომლის შეფასებისთვისაც სიტყვებს ვერ ვპოულობ.''
პროექტის მხარდამჭერია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია.