ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,კარიერის დაგეგმვა, მართვა და მისი მნიშვნელობა"

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,კარიერის დაგეგმვა, მართვა და მისი მნიშვნელობა"

20 ივლისს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე ,,კარიერის დაგეგმვა, მართვა და მისი მნიშვნელობა". შეხვედრას წარუძღვა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის ბაკალავრი ლუკა ბიბინეიშვილი. ტრენერმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილა კარიერის დაგეგმვის ძირითადი ელემენტები, მსმელებს გააცნო პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმარებისა და მართვის თანამედროვე პრინციპები. შეხვედრას სულ 15 ახალგაზრდა ესწრებოდა.