ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებები

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრის ღონისძიებათა ფარგლებში გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში მოეწყო ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებათა საანგარიშო, საიუბილეო შეხვედრა, ნაჩვენები იქნა ახალგაზრდობის ცენტრის 2019 წლის ღონისძიებათა ამსახველი ვიდეო - რგოლი, დაჯილდოვდნენ ახალგაზრდობის ცენტრის აქტიური ახალგაზრდები რომელთაც ამ წელს დაასულეს სკოლა, დასაჩუქრდნენ ცენტრთან არსებული ბიბლიოთეკის აქტიური ახალგაზრდა მკითხველები და მოეწყო გასართობი აქტივობები, სხვადასხვა სახის შეჯიბრი, თამაშები და კარაოკე მოწვეულ ანიმატორებთან ერთად. გამართულ საანგარიშო შეხვედრას ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - არჩილ ბარამიძე, განათლების და კულტურის სამსახურის უფროსი ქეთევან დევაძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მიქელაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: გურანდა დოლიძე, სულხან დუმბაძე, მინდია დიდმანიძე და ხათუნა დიასამიძე ესწრებოდნენ.
21:00 საათიდან გაიმართა საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ. რომელშიც მონაწილეობდნენ: ჯგუფი "ბაბილონი",ჯგუფი ,,პლატინა“, ცეცხლოვანი რობოტ შოუ, ახალგაზრდა მომღერლები: ნინო დეკანაძე, ლილე აბესლამიძე, თაკო მაკარაძე, კონცერტისის წამყვანი იყო დავით გუდიკა მოისწრაფიშვილი.
საახალწლო კონცერტის პროექტის ავტორები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები: ნუკრი უშარიძე და მირიან ლომაძე.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში 168 ღონისძიება ჩატარდა, ახალგაზრდობის სწრებადობის მაჩვენებელმა 3911 ახალგაზრდა შეადგინა.