ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში კიმ კი დუკის ფილმის ჩვენება და განხილვა მოეწყო

25 ივლისს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბის ფარგლებში კიმ კი დუკის ფილმის „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და გაზაფხული“ ჩვენება და განხილვა მოეწყო. ფილმის განხილვას წარუძღვა კინომცოდნე სოფიკო თოქმაჯიშვილი, რომელმაც ახალგაზრდებთან ერთად განიხილა ფილმის რეჟისურა, გამოყენებული სიმბოლოების, კადრების მნიშვნელობა, მხატვრული ღირებულება და ფილმით გადმოცემული აქტუალური საკითხები. კინოჩვენებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ახალგაზრდა ესწრებოდა