ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ნადიმ ვარშანიძემ მოინახულა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოში, კერძოდ ზანაქიძეებში ხანძრის შედეგად ქორიძეების ექსვწევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. საცხოვრებელს ხანძარი დილის ექვს საათზე გაუჩნდა.
დღეს დილით დაზარალებულების მდგომარეობას შემთხევის ადგილზე ხელვაჩაურის გამგებელი გაეცნო. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, ქორიძეების ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, შემდეგ კი თანხით დაეხმარებიან. პარალელურად აღნიშნულ საკითხს სამთავრობო კომისიაზე განიხილავენ და სავარაუდოდ ქორიძეებმა 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.