ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახში გამგებელი იმყოფებოდა

ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახში გამგებელი იმყოფებოდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან და საკრებულოს აგრარული კომისიის თავმჯდომარესთან ერთად სოფელ ზედა მახოში ხანძრის შედეგად დაზარალებული ჯემალ სურმანიძის ოჯახი მოინახულა. 5 წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა, რომლებსაც პირველ ეტაპზე გამგეობა ქირით უზრუნველყოფს. მოგვიანებით კი სპეციალური კომისია შეისწავლის დაზარალებულთა მდგომარეობას და გადაწყდება რა სახის დახმარება გაეწევა აღნიშნული ოჯახს. 
სურმანიძეების საცხოვრებელი სახლი ხის იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და ნაგებობა მთლიანად დაიწვა. 
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ხანძარი მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ღამით გაჩნდა.