ჟურნალ „მაჭახელის“ საიუბილეო ნომერის პრეზენტაციას მერი დაესწრო

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალ „მაჭახელის“ საიუბილეო ნომერის პრეზენტაციას სასტუმრო „რადისონში“ დაესწრო. გამოცემა  10 წელია იბეჭდება.  ჟურნალში თურქეთისა და საქართველოს მხარეს დარჩენილი მაჭახლის ხეობის შესახებ ისტორიული, ეთნოგრაფიული, კულტურული ცხოვრების ამსახველი მასალები იბეჭდება. ჟურნალი სახალხო დღესასწაულ მაჭახლობასთან ერთად დაარსდა.