იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა

იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-ეკონომიკური საკითხთა  კომისიების  გაერთიანებული სხდომა

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ-საპროცედურო და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა 11 საკითხზე იმსჯელეს. 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების შესახებ სხდომაზე მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ წარდგენილი იქნას საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად, ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება და სხვა რიგ ღონისძეიბებთამ ერთად მუნიციპალიტეტის სოფლებში წაყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად ახალი 17 პროექტი განხორციელდება. რაც შეეხება დადგენილების პროექტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც საკითხის მომხსენებელმა კომისიის წევრებს განუმარტა, ცვლიელება შედის დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით და საკითხის დამტკიცების შემდგომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირებისთვის ერთ სულ მოსახლეზე 0.45 თეთრი განისაზღვრება, ხოლო იურიდიულ პირებზე სხვადასხვა ტარიფი იქნება განსაზღვრული. დღესვე კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარდგენილი იყო საკითხი პროექტის „ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერზე გრანტის მიღების და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების თანხმობა, რაზეც გადაწყდა, რომ აღნიშნული საკითხიც გავიდეს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად.