იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან კონსულტაციები გამართა

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ლორთქიფანიძემ სოფელ ვარშალომიძეებში მცხოვრებ მოსალეობასთან კონსულტაციები გამართა.
მიმდინარე წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აქტიურ მოქალქეთა მიერ უკვე მესამედ შემოტანილი იქნა განცხადება სოფლებში რიგ ქუჩებზე ღვაწლმოსილი ადამიანების სახელის მინიჭების შესახებ, მათ შორისაა სოფელ ვარშალომიძეებში მცხოვრებ მოქალქეთა მიერ ვარშალომიძეების ცენტრალურ ქუჩას იუსუფ ვარშალომიძის სახელი ეწოდოს.
იუსუფ ვარშალომიძე 1921 წელს იყო აჭარის მეჯლისის წევრი, ასევე ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ის აქტიურად იყო ჩართული რეგიონისა და რაიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში, მის სახელს უკავშირდება 1920-1924 წლებში სოფელ ხელვაჩაურში პირველი ქართული სკოლის მშენებლობა, რომელიც საკუთარი სახსრებით განახორციელა.
მოსახლეობასთან შეხვედრისას განისაზღვრა ის ქუჩა, რომელსაც სამომავლოდ იუსუფ ვარშალომიძის სახელი დაერქმევა.