ინტელექტუალურ თამაშებში: ,, რა? სად? როდის? " გუნდების რეგისტრაცია ი წ ყ ე ბ ა

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა!
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინტელექტკლუბის ფარგლებში, ინტელექტუალურ თამაშებში: ,, რა? სად? როდის? " მონაწილეობის მსურველი გუნდების რეგისტრაცია ი წ ყ ე ბ ა!
გუნდის შემადგენლობა: 6 მოთამაშე კაპიტანის ჩათვლით
გუნდის წევრების ასაკი: 14-22 წელი.
რეგისტრაციისთვის: 2017 წლის 22 თებერვლიდან 7 მარტამდე გამოგვიგზავნეთ მონაცემები: გუნდის სახელწოდება, მონაწილეთა სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი.
ფინალურ თამაშში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ გუნდებს, რომლებიც წლის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ არანაკლებ 8 თამაშში. ფინალური თამაშის მონაწილეთა ასაკი განსაზღვრულია 14-20 წლის ახალგაზრდებით
გუნდის რეგისტრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა: თითოეული წევრი იყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მათ შორის ყოფილი დაბა ხელვაჩაურის ტერიტორიაზე მცხოვრები ან/და ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლის მოსწავლე. დაიშვებიან ასევე, ის ახალგაზრდები, რომლებიც გასული წლების განმავლობაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული, ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? " ჩემპიონატ(ებ)ზე.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599851457
ელ.ფოსტა:khelvachauriyouthcenter@gmail.com