ინგლისური ენის კლუბის წევრების რეგისტრაცია დაიწყო

ინგლისური ენის კლუბის წევრების რეგისტრაცია დაიწყო

2017 წლის 04 ოქტომბერს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ინგლისური ენის კლუბი განაახლებს მუშაობას. პირველ შეხვედრას დაესწრებიან დარეგისტრირებული ახალგაზრდები 14 წლიდან. აღნიშნულ შეხვედრაზე განისაზღვრება კურსის სწავლების დონე. (ელემენტარული, დამწყები, საშუალო). გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთჯერ, 15:30 დან 17:30 საათამდე.
კლუბს უხელმძღვანელებს და გაკვეთილებს ჩაატარებს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისე დეინა ვაისი.
კლუბში რეგისტრაციის ვადები: 29 სექტემბრიდან 03 ოქტომბრის ჩათვლით.

 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSegWRBoqXUKEpMBgojcBUS9x_0nVZDwVXVSy8ZXsEFoL4Ijpw/viewform