ღონისძიება ღია ცის ქვეშ

ღონისძიება ღია ცის ქვეშ

19 ოქტომბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ახალგაზრდა დამწყები მწერლებისთვის მოეწყო წამახალისებელი ღონისძიება. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდა დამწყებმა მწერლებმა, რომლებმაც ღია ცის ქვეშ განიხილეს საკუთარი მოთხრობა თემაზე "მშვიდი ტალღა" მოწვეულ სპეციალისტთან ერთად. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა დამწყები მწერლების წახალისება და მოტივაციის გაზრდა.
ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი მადლობას უხდის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს ქალბატონ თამარ სირაძეს თანამშრომლობისათვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურში მცხოვრებმა 35 ახალგაზრდამ.