გენდერული თანასწორობის საბჭო ცნობიერების ასამაღლებლად შეხვდერებს მართავს

გენდერული თანასწორობის საბჭო ცნობიერების ასამაღლებლად შეხვდერებს მართავს

  ხელვაჩაურის საკრებულოს გენდერული საბჭოსა და ბათუმის გენდერის მედიაცენტრის ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის #1 საჯარო სკოლაში ღონისძიება "გენდერული საუბრები" ჩატარდა. სკოლის მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებს მედიაცენტრის დირექტორი თამილა დოლიძე ესაუბრა. „რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში  გენდერულ თანასწორობას მივაღწიოთ, უნდა ამოქმედდეს თუ არა კვოტირების მექანიზმი, რატომ უნდა იყვნენ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში ქალები, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამისთვის და ვინ არიან დღეს პოლიტიკაში მთავარი აქტორები, როგორ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში გენდერული  მოძრაობა და როგორია ევროპული გამოცდილება.  

   მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, ისაუბრეს იმ ღონისძიებებსა და პროექტებზე, რომლებიც მათი ძალისხმევით განხორციელდა. დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმა. მოზარდებმა გენდერული თანასწორობის თემაზე გამართულ ტრენინგზე დასწრების   სურვილი გამოთქვეს.

  გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ პირადი მაგალითი მოიყვანა და წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებზე ისაუბრა. დეპუტატმა გურანდა დოლიძემ გენდერული კვოტირების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობასა და საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოებთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.