ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აცხადებს კონკურსს

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი აცხადებს კონკურსს საჯარო მოხელეთა ვაკანტურ თანმდებობებზე.
საბუთების მიღება იწარმოებს 27 ნოემბრამდე. დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge

კონკურსანტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ბაკალავრის აკადემური ხარისხი.(ბაკალავრი ან ბაკალავრთან გათანაბრებული),
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთოს და გამოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტაციის დასკანერებული ასლები:
1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დოკუმენტების სრულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში კონკურსანტი შემდგომ ეტაპზე არ დაიშვება.

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის, ეტაპების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.khelvachauri.ge და მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე ან მობილურზე. კონკურსის მე-2 ეტაპი ტესტირება ჩატარდება „ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების შესაბამისად. ასევე, კონკურსთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად კანდიდატებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკონკურსო კომისიის სამდივნოს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს უფლება აქვს განაცხადი წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს 5 (ხუთ) ვაკანსიისა.5-ზე მეტი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.


კონკურსის ეტაპები
• განცხადების გადარჩევა
• ტესტირება
• გასაუბრება


დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ვაკანსიები