ანონსი:

ანონსი:

ხელვაჩაურის მუნიციპაიტეტში "სტუდენტური მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში საბუთების მიღება გრძელდება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 31 აგვისტოა. იჩქარეთ!

ანონსი:

ანონსი:

2017 წლის 5 სექტემბერს 11:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტუალური თამაში: "რა? სად? როდის?" წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.

საარჩევნოდ პლაკატების განთავსების ადგილები განისაზღვრა

საარჩევნოდ პლაკატების განთავსების ადგილები განისაზღვრა

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყარეს კენჭი.
   დეპუტატებმა განკარგულების პროექტზე-”საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ”იმსჯელეს. დღესვე განისაზღვრა ის შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია საარჩევნო პლაკატების (სააგიტაციო მასალის) განთავსება.ასევე დამტკიცდა იმ ობიექტების ნუსხა სადაც შესაძლებელი იქნება ზემოთ აღნიშნული მასალების განთავსება. 
სხდომას 15 დეპუტატი ესწრებოდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ მარიამობის ბრწყილვალე დღესასწაულს!

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ მარიამობის ბრწყილვალე დღესასწაულს!

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ მარიამობის ბრწყილვალე დღესასწაულს! ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. უცნობია, ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

სოფ. აჭარისწყალზე უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

სოფ. აჭარისწყალზე უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალზე ამბულატორიის შენობაში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდა. გამოკვლევებით დაახლოებით 80–მდე ადგილობრივმა ისარგებლა. 
სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა ჩაატარა.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებს გაუწია: ქირურგმა, ოფთალმოლოგმა, კარდიოლოგმა, ექოსკოპისტმა, თერაპევტმა, ნევროპათოლოგმა და ოტო-რინო-ლარინგოლოგმა. ჩატარდა კარდიოგრაფიული და ექოსკოპიური კვლევებიც.

ანონსი:

ანონსი:

ხვალ, 2017 წლის 26 აგვისტოს 12: 00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალზე ამბულატორიის შენობაში მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ჩატარდება.
სამედიცინო გამოკვლევებს „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები ჩაატარებენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას გაუწევს: ქირურგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი და ოტო-რინო-ლარინგოლოგი. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

2017 წლის 25 აგვისტოს 12 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ჩატარდება. საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია დაიწყება 11 საათიდან.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის

დღის წესრიგი:

1.განკარგულების პროექტი-”საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად ადგილების გამოყოფის შესახებ”.

 

 

''შინ მოვლის

''შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურში ტრენინგი ჩატარდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „ქალთა ოთახში“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის (NAF) -ის ორგანიზებით ტრენინგი ჩატარდა. ,,შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში, მოხალისეებს საქართველოს ,,წითელი ჯვრის" ბათუმის ფილიალის ტრენერმა მარიამ წოწორიამ პირველადი დახმარების თემაზე ტრენინგი ჩაუტარა. სემინარი 2 საათს გაგრძელდა. შეხვედრის მიზანი იყო მოხალისეები გაცნობოდნენ პირველადი გადაუდებელი დახმარების ძირითადი ელემენტების გაცნობა.


27 აგვისტოს სარფში ივერიის და აწყურის ღვთისმ. ხატები დაბრძანდება

27 აგვისტოს სარფში ივერიის და აწყურის ღვთისმ. ხატები დაბრძანდება

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მამა სერგის და მამა ზაქარიას შეხვდა. უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარე წლის 27 აგვისტოს 17:00 საათზე სარფის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დაბრძანდება. მოსახლეობას სიწმინდეების მოლოცვა ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
   ამჟამად ივერიის და აწყურის ღვთისმშობლის ხატები ბათუმის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. 

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა განკარგულების პროექტს - „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ა. რ საკუთრების გადაცემაზე“ უყარეს კენჭი. კერძოდ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ურეხში მდებარე საცხოვრებელი ბინები ეკომიგრანტ ოჯახებზე გადაცემის მიზნით. სხდომას 17 საკრებულოს წევრი ესწრებოდა.