2017 წლის 29 აპრილს სოფელ ახალსოფელში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

2017 წლის 29 აპრილს სოფელ ახალსოფელში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

  2017 წლის 29 აპრილს, შაბათს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. სოფლის პირველად ჯანდაცვის ცენტრში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება 12:00 საათიდან შეეძლებათ. 
უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ქ. ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობას ადგილზე შეეძლება მიიღოს - ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება.

ფონდ „მემორიალის“ წარმომადგენლებს აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა

ფონდ „მემორიალის“ წარმომადგენლებს აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეხვდა

   დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ფონდ „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლებს - ზურაბ ზაქარიაძეს, ბეჟან ბოლქვაძესა და გიორგი თედორაძეს შეხვდნენ.
  საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე „მემორიალის“ აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ზურაბ ზაქარიაძემ კანონმდებლებს ფონდის მიერ რეგიონსა და ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია. 

ურეხის სოციალურ სახლში შესასახლებელ  ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება გრძელდება

ურეხის სოციალურ სახლში შესასახლებელ ეკომიგრანტთა განცხადებების მიღება გრძელდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება გრძელდება. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 1მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა N23, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. განცხადებების მიღება 10 აპრილს დაიწყო. 
გამგეობაში შემოსულ განცხადებებს კომისია განიხილავს, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. 

ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) შესახებ შეხვედრა

ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) შესახებ შეხვედრა

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ბავშთა მიმართ ძალადობის და ბავშთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გამგეობის, პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. 
   1 თვის წინ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს ბავშთა მიმართ ძალადობის დეფინიცია, ძალადობის ფორმები, ლეგალური ასპექტები- კანონმდებლობის მიმოხილვა, ბავშთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, ბავშთა დაცვის იდენტიფიკაცია, მონიტორინგის მეთოდები, სათემო მუშაობა, რეგიონული მომსახურება - ამ და სხვა თემებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. 

ქორეოგრაფ ზურაბ ვარშანიძის 70 წლის იუბილე

ქორეოგრაფ ზურაბ ვარშანიძის 70 წლის იუბილე

   2017 წლის 26 აპრილს თხილნარის კულტურის სახლში აღინიშნა ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის,ზურაბ ვარშანიძის 70 წლის იუბილე. საღამო კულტურის ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფებმა გაალამაზეს. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, აჭარის ქორეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლები მოწვეული სტუმრები და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამტის ბიუროს წარმომადგენლები. იუბილარმა ბიუროსგან და გამგეობისგან სიმბოლური საჩუქრები მიიღო. 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ზურაბ ვარშანიძეს დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს უსურვებს!

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს წარმომადგენლების შეხვედრა

იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს წარმომადგენლების შეხვედრა

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრების გამართვა დაიწყო. დღეს სოფელ თხილნარში კონსულტატმა ნატალია ირემაძემ ადგილობრივ მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნო და იურიდიული კონსულტაციები გაუწია. სხვადასხვა საკითხს შორის, მოქალაქეებს განემარტათ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის წესი და პირობები.

წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

წიგნისა და საავტორო უფლებების დღე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

   წიგნისა და საავტორო უფლებების დღისა და ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართება. კვირეულის ფარგლებში შეხვედრაზე ახალგაზრდა პოეტების ლექსების პრეზენტაცია შედგა. ღონისძიება ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა ლაზური სიმღერებით გაალამაზეს. 
„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. „ წიგნი, კაცობრიობის, უდიდესი, გონებით შექმნილი,განძია!“ ახალგაზრდებს მინდა გირჩიოთ, რომ ბევრი იკითხოთ, ჩვენ გვჭირდება განათლებული, წიგნიერი და ერუდირებული ახალგაზრდები. 

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის    საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი   სხდომა  გაიმართება   მიმდინარე წლის  28 აპრილს,     12   საათზე.   საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს  წევრთა  რეგისტრაცია  დაიწყება  11  -  საათიდან. 

სხდომის დღის წესრიგი

 

 

სპექტაკლში მონაწილეობისთვის ქასთინგი  ახალგაზრდებისთვის

სპექტაკლში მონაწილეობისთვის ქასთინგი ახალგაზრდებისთვის

თუ ხართ დაინტერესებული თეატრალური ხელოვნებით და გაქვთ სამსახიობო მონაცემები, ეს პროექტი არის თქვენთვის!

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი, მოკლე ისტორიის მანძილზე მეხუთედ წარმოადგენს სპექტაკლს ახალგაზრდების მონაწილეობით.

ქასთინგში მონაწილეობის უფლება აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 14 დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს.

ქასთინგი სავარაუდოდ ჩატარდება -4 ან 5 მაისს. ზუსტი თარიღის შესახებ, თქვენ მიერ სარეგისტრაციო ბლანკში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ სმს შეტყობინებას.

რეპეტიციები დაიწყება 5 მაისიდან, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, სპექტაკლის პრემიერა წარმოდგენილი იქნება 17 ივნისამდე.
ი. ხ. რეგისტრაციის ლინკი

შაინიძეების დაზარალებულ ოჯახში გამგებელი და დეპუტატები იმყოფებოდნენ

შაინიძეების დაზარალებულ ოჯახში გამგებელი და დეპუტატები იმყოფებოდნენ

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ კარანაძემ და ხელვაჩაურში საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარმამადგენელმა ვაჟა ბერიძემ სოფელ თხილნარში დაზარალებული მერაბ შაინიძის სახლი დაათვალიერეს. 23 აპრილს ძლიერმა ქარმა სახლი მთლიანად ჩამოშალა. შემთხვევას საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოყოლია. 4 წევრიანი ოჯახი დროებით ნათესავთან ცხოვრობს.
შაინიძეების ოჯახს სახლი თვითნებურად სამშენებლო ნორმების დარღვევით ქონდა აშენებული. სპეციალური კომისია შეისწავლის გაეწევა თუ არა ოჯახს რაიმე სახის დახმარება, რადგან სახლი თვითნებურად იყო აგებული და მიწა ოჯახს დარეგისტრირებული არ ქონდა.