მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში ლაშა ჯანჯღავას შეხვდა

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში ლაშა ჯანჯღავას შეხვდა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე საერთაშორისო დიდოსტატს ჭადრაკში - ლაშა ჯანჯღავას შეხვდა. პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბავშვო ბაღებში ჭადრაკის პოპულარიზაციაზე ისაუბრეს. ლაშა ჯანჯღავამ საპილოტე პროექტი, ჭადრაკის სწავლების დანერგვა წარმატებულად და დადებითად შეაფასა. 
მოგვიანებით ლაშა ჯანჯღავა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ნადიმ ვარშანიძეს შეხვდა, რომელსაც წინა წლებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. 

საუბარი რელიგიაზე ისტორიკოს გიორგი ირემაძესთან ერთად ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

საუბარი რელიგიაზე ისტორიკოს გიორგი ირემაძესთან ერთად ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში

პარასკევს, 1 დეკემბერს, 15:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ისტორიკოსი გიორგი ირემაძე ახალგაზრდებთან ერთად ისაუბრებს თემაზე: "რელიგია".
შეხვედრაზე დასწრებისათვის აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ წინამდებარე ბლანკის მეშვეობით.
ასაკი: 14 წლიდან.

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახში“ კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის წარმომადგენლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრებთან შეხვედრა შედგა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე დაესწრო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს 2018 წელს შშმ პირთა საკითხებზე განსახორციელებელი პროექტების საჭირიროებები და მასში მუნიციპალიტეტის ჩართულობა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის “მშობელთა თემის მობილიზება და გაძლიერება” ფარგლებში რომელიც ხორციელდება საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას პატრონაჟითა და საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით.

დღეს საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა ჩატარდა

დღეს საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომა ჩატარდა

დღეს საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების  გაერთიანებული სხდომა ჩატარდა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 საკითხს უყარეს კენჭი.

სხდომაზე პირველივე საკითხად მუნიციპალიტეტის 2017  წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს.

 სხდომას  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე  უძღვებოდა.

 

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  სხდომა ჩატარდა

დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა

ბიუროს სხდომაზე  დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის  2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ბიუჯეტში ცვლილებები ხარჯების ნაწილში ზრდამ გამოიწვია. ჩატარებული ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ ჯამში 498 001 ლარი შეადგინა, რომელიც  რიგი ღონიძიებების გასატარებლად დაიხარჯება.ცვლილება 

ანონსი

ანონსი

,,ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ“
არა ძალადობას! 

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის    საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი    სხდომა  ჩატარდება  მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, 12   საათზე.   საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს  წევრთა  რეგისტრაცია  დაიწყება  11  -  საათიდან.

 

სხდომის დღის წესრიგი

27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა

27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღეა

24 ნოემბერს სასტუმრო "ლეო გრანდში"განვითარებული მოვლენების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა პატივსაცემად დღეს 27 ნოემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმნისტრაციულ შეობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტრაგიკულად დაღუპული მოქალალაქეების ოჯახის წევრების მიმართ.

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 44 საკითხი განიხილა

საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 44 საკითხი განიხილა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 44 საკითხი განიხილეს, აქედან 7 დადებითად გადაწყდა, 20 მოქალაქეს უარი ეთქვა განცხადებაზე, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ იყო საკუთრების მომიჯნავე და არც 2007 წლამდე აგებული შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული. 

2017 წლის 25 ნოემბერს ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგი თემაზე

2017 წლის 25 ნოემბერს ახალგაზრდობის ცენტრში ტრენინგი თემაზე "შრომითი უფლებები"

2017 წლის 25 ნოემბერს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, როლმის თემაც იყო:" შრომითი უფლებები, პირობები, უსაფრთხოება". ტრენინგი ჩაატარა განათლების ფონდის მასწავლებელთა სახლის ტრენერმა, იურისტმა ნინო ტავლალაშვილმა. ტრენინგს დაესწრო ხელვაჩაურში მცხოვრები 15 ახალგაზრდა.