ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ

#21მარტი #ჟურნალისტიკისდღე
დღეს, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქმედ და ყოფილ ჟურნალისტს გილოცავთ დღევანდელ დღეს. პირველ რიგში ქართულ მედია სივრცეს ყველაზე მთავარს საზოგადოების ნდობას ვუსურვებ. ასევე გისურვებთ ჩვენს ქვეყანაში საინტერესო, მნიშვნელოვანი ინფორმაციის ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებას.

ახალგაზრდობის ცენტრში,ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

ახალგაზრდობის ცენტრში,ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 20 მარტს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში, ოთარ ჭილაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლის რომანის- "რკინის თეატრის" განხილვა მოეწყო. განხილვას წარუძღვა პროფესორი ნათია მიქელთაძე. შეხვედრას სულ 30 ახალგაზრდა ესწრებოდა.

ბაღებში ჭადრაკის სწავლების დონე საერთშორისო დიდოსტატმა შეამოწმა

ბაღებში ჭადრაკის სწავლების დონე საერთშორისო დიდოსტატმა შეამოწმა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს, აჭარისწყლის და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში - ლაშა ჯანჯღავამ მერიის განათლები, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ძეგლთა დაცვის სამსახურთან და საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან ერთად მონიტორინგი აწარმოა. საერთაშორისო დიდოსტატმა ჭადრაკში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არასებული სწავლის მეთოდი და აღსაზრდელების ცოდნის დონე დადებითად შეაფასა. 

განცხადება

განცხადება

დღეს 13:00 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ხელვაჩაურის მერიის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების დაბეტონება დაიწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების დაბეტონება დაიწყო

 

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტში გზების დაბეტონება დაიწყო. საავტომობილი გზის ნაწილი უკვე მოწესრიგდა შუა მახინჯაურში,განთიადში, სალიბაურში და მასაურაში. ტენდერში გამარჯვებული კომპანია - „გეო-გრუპი“ მზა ბეტონის გატანას სოფლებში მეორე დღეა აწარმოებს. ამ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან    5200კუბერი მეტრი გზის დაბეტოენება არის დაგეგმილი. 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი აჭარისაღმართის ,ქედქედის, ჩიქუნეთის, ქვედა ჩხუტუნეთისა და ზედა ჩხუტუნეთის მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე მოხდა მოსახლეობის მიერ წამოჭრილი საკითხების ჩანიშვნა, რომელსაც უახლოეს მომავალში შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და შეისწავლიან. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე ესწრებოდა.

  ანალოგიური ხასიათის შეხვედრების ჩატარებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი  ყველა სოფელში გეგმავს. 

სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს

სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. პროგრამით ისარგებლებს მაღალი აკადემიური მოსწრების (91 და მეტი ქულა თითოეულ საგანში, სემესტრული) ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურში.
2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 01 მარტიდან 31 მარტამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

საკრებულოს მორიგი სხდომა 28 მარტს ჩატარდება

საკრებულოს მორიგი სხდომა 28 მარტს ჩატარდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი    სხდომა  ჩატარდება  მიმდინარე წლის 28 მარტს,  12   საათზე.   საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს  წევრთა  რეგისტრაცია  დაიწყება  11  -  საათიდან.

 

სხდომის დღის წესრიგი

I- ადგილი  ჭარნალის საჯარო სკოლამ ფრენბურთში(გოგონები) დაიკავა

I- ადგილი ჭარნალის საჯარო სკოლამ ფრენბურთში(გოგონები) დაიკავა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის 28-ე მოსწავლეთა სპორტული თამაშები გრძელდება.28-ე სპორტული თამაშების ფარგლებში დღეს დასრულდა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში შეჯიბრი ფრენბურთში(გოგონები).შეჯიბრი 4-დღიანი იყო მასში 9 სკოლა და 90 მოსწავლე მონაწილეობდა.I-ადგილი ჭარნალის საჯარო სკოლამ;II- ადგილი ახალსოფლის საჯარო სკოლამ;III-ადგილი ზედა წინსვლას საჯარო სკოლამ მოიპოვა.გამარჯვებულები თასებით,სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მაჭახლის ხეობის მოსახლეობას შეხვდა

მერი ჯუმბერ ვარდმანიძე მაჭახლის ხეობის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს . მიმდინარე წლის 18 მარტს მერი ადგილობრივებს მაჭახლის ხეობაში შეხვდა. მოსახლეობამ პირველ რიგში სასმელი წყალის სისტემის გამართვა და შიდა სასოფლო გზის მოწესრიგება მოითხოვა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ სალვარიძე და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.