ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი    სხდომა  ჩატარდება  მიმდინარე წლის 18 იანვარს,  12   საათზე.   საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში. საკრებულოს  წევრთა  რეგისტრაცია  დაიწყება  11  -  საათიდან.

 

სხდომის დღის წესრიგი

მახინჯაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

მახინჯაურში საბავშვო ბაღი გაიხსნა

დღეს მახინჯაურში საბავშვო ბაღი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გურანდა დოლიძემ გახსნეს. მერმა პატარებს საჩუქრად საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები გადასცა. ახალი ბაღი უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით,ნესტის გამწოვი აპარატით, საწოლებით და ცენტრალური გათბობის სისტემით. 

კაპრეშუმში ახალი სკოლა გაიხსნა

კაპრეშუმში ახალი სკოლა გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ინგა შამილიშვილთან და მუნიციპალიტეტის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან ერთად დღეს ხელვაჩაურში, სოფელ კაპრეშუმში საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. კაპრეშუმში აშენდა 300 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შიდა სპორტული დარბაზით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ძველით ახალ წელს გილოცავთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ძველით ახალ წელს გილოცავთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტატი გილოცავთ ძველით ახალ წელს! ბედნიერებას, წინსვლას, სიკეთეს, ხვავს, ბარაქას და ქვეყნის აღმშენებლობას გისურვებთ!

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

 

      ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! 

   1999 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სახელმწიფო ატრიბუტიკის შეცვლის თაობაზე და ამის საფუძველზე, 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უკვე დადგენილებას ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად დადგენის შესახებ და შესაბამისად, 14 იანვარი გამოცხადდა სახელმწიფო დროშის დღედ.

  საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება, ვერცხლის(თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით- ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. 

დავით სამნიძემ სოც.დაუცველებს ძველით ახალი წელი მიულოცა

დავით სამნიძემ სოც.დაუცველებს ძველით ახალი წელი მიულოცა

ფრაქცია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თამვჯდომარე დავით სამნიძე მერის წარმომადგენელთან ერთად 13 იანვარს სოცილაურად დაუცველ ოჯახებში იმყოფებოდა. დეპუტატმა შარაბიძეების თემში მცხოვრებ, ხანდაზმულებს ახალ წელი ძველი სტილიტ მიულოცა და მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი საახალწლო ტკბილეული და სურსათი გადასცა.

 მინი ბანაკი

მინი ბანაკი"ცხოვრების ჯანსაღი წესი" ახალგაზრდობის ცენტრში

2018 წლის 9,10,11 იანვარს ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა სამ დღიანი მინი ბანაკი გოგონებისთვის თემაზე: "როგორ ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით" ასევე მონაწილეებს გააცნეს თუ როგორ უნდა იკვებო სწორად და ჯანსაღი პროდუქტებით, ასევე ბოლო შეხვედრა დაეთმო "იოგა"-ს თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის შეცნობა და როგორ ვიყოთ უფგრო თვითრეალიზებულნი. ტრენინგს ამერიკელი მოხალისეები დეინა და მირანდა უძღვებოდნენ, ტრენინგი მიმდინარეობდა ინგლისურ ენაზე.

 
ხელვაჩაურში მცხოვრებ 68 მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა

ხელვაჩაურში მცხოვრებ 68 მოქალაქეს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კანონის ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის N591 დადგენილების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შექმნილმა ,,მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭომ“ 2017 წლის 29 დეკემბერს რიგით N18 სხდომაზე განიხილა 68 მოქალაქის განცხადება - სტატუსის მინიჭების თაობაზე და გაუწია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის 08 იანვარს გამოსცა შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები სტატუსის მინიჭებაზე:

საახალწლო აქციები სოც.დაუცველი ოჯახებისთვის გრძელდება

საახალწლო აქციები სოც.დაუცველი ოჯახებისთვის გრძელდება

დღეს საკრებულოს წევრი სულხან დუმბაძე და მერის წარმომადგენელი ნუგზარ აბაშიძე სოფელ ჭარნალში მცხოვრებ სოციალურად დაუცვე ოჯახებს ეწვივნენ. დეპუტატმა ოჯახებს მუნიციპალიტეტის სახელით საახალწლო ტკბილეული მიუტანა და დამდეგი ძველით ახალი წელი მიულოცა. მუნიციპალიტეტში მხცოვრებ 13 სოციალურად დაუცველ ოჯახს ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება 300-300 ლარის ოდენობით გაეწია.