მუნიციპალიტეტის საკრებულო დასუფთავების აქციაში ჩაერთო

მუნიციპალიტეტის საკრებულო დასუფთავების აქციაში ჩაერთო

22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა ხელვაჩაურში. აქციაში მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბერიძემ და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა.

საჯარო მოხეელებმა საკრებულოს ადმინისტრაციული შენობისა  და ახალგარემონტებული კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები2017 წლის 24 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით:

  24 აპრილი 16:00 საათი - მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ბავშვთა ძალადობის (რეფერირების) კანონთან დაკავშირებით, შეხვედრაზე მოწვეულია პოლიციის, პროკურატურის და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია წარადგენს ანგარიშს, გამგეობა კი აღნიშნული კანონიდან გამომდინარე ინსტრუქციის პროექტს.

 24 აპრილი 14:00 საათი - ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში გაიმართება მოსწავლე - ახალგაზრდობის ღონისძიება. წარმოჩენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები.

  ხვალ, 2017 წლის 22 აპრილს  11:00 საათიდან კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“  მუნიციპალიტეტი ჩაერთვება

ხვალ, 2017 წლის 22 აპრილს 11:00 საათიდან კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“ მუნიციპალიტეტი ჩაერთვება

   2017 წლის 22 აპრილს, დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მასშტაბული „სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია გაიმართება. ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრის ეკუთვნის და კოორდინირებულია საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ.
   ხვალ, 11:00 საათიდან კამპანიაში „სუფთად ევროპისკენ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გამგეობა და მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპი ჩაერთვება. ასევე პარალელურად დასუფთავდება ტურისტული ობიექტები: გვარას ციხე, მახოს ხიდი,ცხემლარას ხილი,მირვეთის ხიდი და ჩხერის ხიდი.

პროგრამა „საქართველოს მოხალისის“  ფარგლებში აპლიკაციების შევსება დაიწყო

პროგრამა „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში აპლიკაციების შევსება დაიწყო

   პროგრამა „საქართველოს მოხალისე“ ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი. 
პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონების მიხედვით, 64 მუნიციპალიტეტიდან და ქ. თბილისიდან შერჩევა 148 მოხალისე (2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან).

ხელვაჩაურში მცხოვრები 13 სოციალურად დაუცველი საჩუქრად ეტლს მიიღებს

ხელვაჩაურში მცხოვრები 13 სოციალურად დაუცველი საჩუქრად ეტლს მიიღებს

   დღეიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 სოციალურად დაუცველ, არამობილურ ხანდაზმულთათვის ეტლების, ხელჯოხების და  ყავარჯნების დარიგება დაიწყო. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და  არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნული ფონდის" – (NAF) ხელმძღვანელმა ნინო ავალიანმა 101 წლის ნაჯიე წულუკიძეს საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცეს. ქალბატონი ამ დრომდე  დაზიანებული ეტლით სარგებლობდა. 

სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამით 42 სტუდენტი ისარგებლებს

სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამით 42 სტუდენტი ისარგებლებს

დასრულდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება. მიმდინარე წელს არსებული კრიტერიუმები 43 სტუდენტიდან 42-მა დააკმაყოფილა. თითოეული სტუდენტის ანგარიშზე 404 ლარი ჩაირიცხება. 
პროგრამით სარგებლობენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომლებსაც 2016 – 2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში თითოეულ საგანში აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 და მეტი ქულა) და სწავლობს საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში.
მუნიციპალიტეტში სტუდენტთა მხარდაჭერის პროგრამ უკვე ორი წელია მოქმედებს.

გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აქციის მონაწილეებს შეხვდა

გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აქციის მონაწილეებს შეხვდა

  დღეს სოფელ კირნათის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს ადგილზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მოადგილესთან ზვიად ხალვაშთან ერთად შეხვდა. ორმხვრივი მოლაპარაკების შედეგად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობასა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 2017 წლის 1 მაისის გაიმართება. მოსახლეობა კომპენსაციის დროულად დარიგებას მოითხოვს. 
სოფელ კირნათში კომპანია "აჭარ ენერჯი 2007“ ჰესის მშნებელობას ორი წელია ახორციელებს.

"შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში მალე ეტლებისა და ხელჯოხების დარიგება დაიწყება

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე არსამთავრობო ორგანიზაცია ,,დახმარების ეროვნულ ფონდის" – (NAF) ხელმძღვანელს ნინო ავალიანს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ორივე მხარეს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განსახირციელებელ სხვადასხვა აქტივობაზე ისაუბრეს. 
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, არამობილ ხანდაზმულებს ეტლებს, ხელჯოხებს, ყავარჯნებს და გადასაადგილებლებს გადასცემს არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე დღესვე ხანდაზმულების საცხოვრებელ სახლში სარემონტო (შესაკეთებელ) სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს გადაეცა ხელსაწყოები.

სააღდგომოდ 8 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად 300–300 ლარი ჩაერიცხათ

სააღდგომოდ 8 მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად 300–300 ლარი ჩაერიცხათ

   დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სოფელ მაღლაკონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან შოთა ბოლქვაძის ოჯახს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. გამგებელმა ბავშვებს სიმბოლურად საჩუქრად სააღდომო ტკბილეული და 300 (სამასი)ლარის ოდენობის თანხა გადასცა საჩუქრად. შოთა ბოლქვაძეს სულ 5 შვილი ყავს აქედან 3 მცირეწლოვანია. ოჯახი მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა პროგრამითაც სარგებლობს.

2017 წლის 19 აპრილს ძლიერი ქარის შესახებ განცხადება

2017 წლის 19 აპრილს ძლიერი ქარის შესახებ განცხადება

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღამით ძლიერმა ქარმა სოფელ წინსვლაში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა წუხელ სოფელ წინსვლის და ორთაბათუმის მოსახლეობას. დღეს 11 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას აღუდგა.
  ქარის შედეგად სოფელ შუა მახინჯაურში სახლის სახურავი დაუზიანდა 3 ოჯახს. უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც აღნიშნულ ოჯახებს გაეწევა შესაბამისი დახმარება.